თეგი: მეტროს ხაზი

მეტროს პირველი ხაზი მთლიანად გაჩერებულია

მეტროს პირველი ხაზი მთლიანად გაჩერებულია, რისი მიზეზიც ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანებაა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ჯგუფი ადგილზეა და ცდილობენ ხარვეზის გამოსწორებას. განახლება: თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია Facebook-ზე ავრცელებს. „თბილისის მეტროს პირველ ხაზზე აღდგა მატარებლების მოძრაობა. თბილისის მეტროს პირველი ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი) აღდგა მატარებლების მოძრაობა და ყველა სადგური გაიხსნა მგზავრებისთვის. შეგახსენებთ, რომ მეტროს პირველ ხაზზე, მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებული იყო მატარებლების მოძრაობა“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.